სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პოლიციამ ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დაკავებასთან დაკავშირებით ნატა ფერაძემ facebook-ზე ვიდეო გაავრცელეს. ფერაძის მეგობრების ინფორმაციით შემთხვევა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის მიერ ტრანსგენდერისთვის შეურაცხყოფის მიყენებამ გამოიწვია. ტრანსგენდერმა პატრული გამოიძახა თუმცა მათ ვერ მოახერხეს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის დაკავება რასაც ნატა ფერაძის პოტესტი მოყვა რის შემდეგაც იგი დააკავეს.