ერთ-ერთმა უდიდესმა სპორტულმა ბრენდმა, ადიდასმა ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელთან, გოგა ბიტაძესთან კონტრაქტი გააფორმა. ბითაძის გარდა ადიდასმა თანამშრომლობა კიდევ ორ მოთამაშესთან, ჯარეტ კალვერსა და სეკოუ დუმბიასთან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ბითაძე მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აიყვანა და მას შთამბეჭდავი დახვედრაც მოუწყო.