Adidas-ი ცდილობს, მდგრადობის იმ მიზანს მიაღწიოს, რომელიც გადამუშავებადი ფეხსაცმლის წარმოებას და ბაზარზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიას 10 წელი დასჭირდა, რათა ფეხსაცმელი ისეთი მასალისგან შეექმნა, რომლის მეორადი გამოყენების შემთხვევაში ისევ ფეხსაცმელს შექმნიდა.
ახალ ფეხსაცმელს Futurecraft.Loop ჰქვია და ის ტერმოპლასტიკური პოლირეტინისგან არის შექმნილი, რომელიც შესაძლოა, მეორადად გამოიყენო. როგორც ცნობილია, ფეხსაცმელი ფართოდ ხელმისაწვდომი 2021 წლიდან გახდება, თუმცა, კომპანიას ფასის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს.