სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Adidas-მა 12 მხატვარი დაიქირავა, რათა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატისთვის სიმბოლური დიზაინის მქონე ფეხსაცმელი შეექმნათ. მხატვრებს დაევალათ ყოველი შტატისთვის დამახასიათებელი სიმბოლო დაეტანათ ფეხსაცმელზე, მაგალითად, ვისკონსინის შემთხვევაში ეს იყო ყველის, ჯორჯიის შემთხვევაში ატმების, ვერმონტის შემთხვევაში მწვანე მთების სიმბოლო. შედეგად, 12 მხატვრით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ერთმანეთისგან განსხვავებული კოლექცია შექმნა.
ფეხსაცმელი აუქციონზე გავიდა და შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო მოძრაობა Women Win-ს მოხმარდა, რომელიც ლიდერ ქალებს ეძღვნება. ცნობისთვის, აუქციონში მონაწილეობა 11 ივლისამდეა შესაძლებელი.