ადგილობრივთა ინფორმაციით, დიღმის მასივში, საცხოვრებელ სახლი, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო. მათივე განცხადებით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.მათივე განცხადებით, აფეთქებას ძლიერი აფეთქების ხმა უძღვოდა წინ, რომელსაც ნგრევა მოყვა.ადგილობრივთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე რაიმე სპეციფიური სუნი არ შეინიშნებოდა, თუმცა ნაწილი საწინაღმდეგოს ამტკიცებს.ამ დროისთვის ადგილზე 10-მდე სახანძრო სამაშველო მანქანა მუშაობს. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.