2018 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 914 ათას 300 კაცი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე მილიონ 100 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2017 წლის მეორე კვარტლის შესაბამის მონაცემებს 5.2 პროცენტით აღემატება.
რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა კი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 464 ათას 600-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 13.3 პროცენტით აღემატება.