მცხეთაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.
"ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა", - ამბობენ მეზობლები.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მოხდა.
შეგახსენებთ, მცხეთაში 2 პირის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.