პანკისის ხეობაში ადგილობრივების თითქმის 3 საათიანი სახალხო კრება დასრულდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით ხეობაში ჰესების საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხა თუმცა სიტუაციის მოსაგვარებლად ისინი ხელისფლებისთვის მიმართვის გავრცელებას აპირებენ. მათ არ დააკონკრეტეს ვის სახელზე და რა შინაარსის იქნება მიმართვა,თუმცა აღნიშნეს რომ უახლოს დღებში კვლავ შეიკრიბებიან და მთავრობის მისამართით მთავარ მოთხოვნას გაავრცელებენ.