დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება. კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი არც ერთი ადამიანი არ დაფიქსირებულა.
ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე დღეა საქართველოში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რათა გაკეთდეს პროფილაქტიკა, პირველ რიგში, ინფექციის შემოტანის. იმ შემთხვევაში თუკი გამოჩნდა საეჭო შემტხვევები მოხდება დროული ევაკუაცია ინფექციურ საავადმყოფოში.
გამყრელიძის თქმით, გუშინ საზღვარზე სხვადასხვა რეისით საქართველოსი ჩინეთის 144 მოქალაქე შემოვიდა ხოლ საქართველოდან გავიდან დაახლოებით 110 ადამიანი. თუმცა რცერთ მათთგანთან საეჭვო სიმპტომი არ დაფიქსირებულა.