მოგზაურებმა ის ადგილები დაასახელეს, რომლებმაც მათ იმედი ყველაზე მეტად გააცრუა. აღნიშნულის შესახებ Daily Mail-ი წერს. ასეთებს შორის ჭარბობდა იტალიის ქალაქები, მათ შორის, ვენეცია.
მეორე ადგილზეა ეგვიპტური ქალაქი ელ-გიზა, სადაც, როგორც მოგზაურები წერენ, დიდი პირამიდები არც ისე გრანდიოზული აღმოჩნდა, როგორსაც მოელოდნენ. ტურისტებმა ასევე გააკრიტიკეს კუნძული ბალი, რომელიც რეალურად არც ისე შთამბეჭდავია, როგორც ეს ფოტოებზეა.
ამასთან, მოგზაურთა აზრით, კამბოჯის დედაქალაქი პნომპენი სავსეა ჯიბის ქურდებით, დუბაი ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსა, ხოლო ბერძნული სანტორინი ძვირი და ტურისტებით გადავსებულია. მათვე პარიზის მუზეუმი ლუვრი უხერხულად, ათენის აკროპოლისი ნანგრევების ხროვად, ხოლო ნიუ-იორკის თაიმ-სკვერი დეპრესიულად მოიხსენიეს.