აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის სურვილი აქვთ. ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტთან მიმართებაში სულ ცოტა, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.
ამასთან, ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის თქმით, ორგანიზაციას უკვე ხელმოწერილი აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ანაკლიის განვითარების პოტენციურ მხარდაჭერაზე. ასევე იგეგმება ტექნიკურ მხარდაჭერა, რაც გააუმჯობესებს პროექტის და ინიციატივების თანმიმდევრობის დაგეგმვას.