მერიამ გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ პარკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 155 ათას 900 ლარია.სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პარკი რეკრეაციული თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის. ამასთან, პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. უნდა მოეწყოს მცირე ზომის მედიათეკა, ასევე საგამოფენო სივრცე, რომლის კინოჩვენებისთვის გამოყენება იქნება პერიოდულად შესაძლებელი. ტბას ნახევარრკალისებურად უნდა გასდევდეს ველო და საფეხმავლო ბილიკი. ასევე ტბაზე უნდა გადიოდეს ორიგინალური დიზაინის პირსი, რომელიც მოწყობილი იქნება ფრინველებსა და გარემოზე დასაკვირვებლად.