პარლამენტის შენობასთან, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მორიგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები ამჯერადაც კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ ისევ არ მისცა. ამ ფაქტს მალხაზ მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. აქციის მონაწილეები დღის პირველ ნახევარშიც ცდილობდნენ აქციის ტერიტორიაზე კარვის გაშლას, თუმცა, ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.