ბოლოკის ყველაზე განსაკუთრებული შემადგენელი ნაწილი ის პიგმენტია, რომელიც ბოლოკს ფერს აძლევს. ანტაციანი ასე ქვია ბოლოკის პიგმენტს, რომელიც უამრავი კვლევის თანახმად და დადებითად მოქმედებს ონკოლოგიურ პაციენტებზე. ასევე მასში არის ინდოლ სამი კარბინოლი, რომელიც აღიარებულია, როგორც კიბოსთან ბრძოლის ეფექტური საშუალება, ინდოლ 3 კარბინოლი გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებში, ბოლოკლში კი ის ბუნებრივადაა. გარდა ამისა ის ანადგურებს პირში არსებულ ბაქტერიების დიდ ნაწილს. მიუხედავად ბოლოკის ასეთი დადებითი თვისებებისა, უმჯობესია ინრფაქტ გადატანილმა პაციენტებმა თავი შეიკავონ მისი ბევრი რაოდენობით მიღებისგან, რადგან მასში შემავალმა ნივთიერებებმა შესაძლოა გულის დატვირთვა გამოიწვიოს. თუ გული არ გაწუხებთ, მიირთვით ბოლოკი ხშირად.