ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით, კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კომისია იმ კანდიდატებს ესაუბრება, რომლებმაც შერჩევისწინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. რაც შეეხება ერთ-ერთ კანდიდატს, გიორგი პაპუაშვილს, მასთან გასაუბრება დღეს, 14.30 საათზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.
კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას.გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს, პროცედურის დასასრულს, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.