ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო სასტუმრო "რედისონთან", სადაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგენა მიმდინარეობდა.
"გაბედეს" წევრები სასტუმროსთან საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტებით. მათი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" წევრების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებსა და დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი სასტუმროს ფოეში ტრანსპარანტებით მაშინ შევიდა, როცა ღონისძიებაზე მისული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა. აქციის მონაწილეები დაცვამ ადგილს გაარიდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით მიმდინარე აქციაც აჩვენებს, როგორი მიდგომა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.