მსოფლიო ისტორიას მრავალი სასტიკი მმართველი ახსოვს, რომელთაც თანამემამულეები ათწლეულების შემდეგაც მხოლოდ შიშითა და სიძულვილით იხსენებენ. განსაკუთრებით სასტიკმა, "კანიბალმა" (სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) დიქტატორებმა ე.წ. "მესამე მსოფლიოს" - აზიურ და აფრიკულ ქვეყნებში მოიკიდეს ფეხი და საკუთარი ახირებული, ხშირად შეშლილი მმართველობის სტილით გააოცეს სამყარო. გამონაკლისი არც შავი კონტინენტის უღარიბესი ქვეყანა - უგანდა და მისი პრეზიდენტი იდი ამინ დადა აღმოჩნდა.