03:43
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ - ჯანმო
14-08-2020

ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა, რითაც ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები შესაძლოა საკვებისგან დაინფიცირდნენ. გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ქათმის ხორცი ერთ-ერთ უდიდეს ბრაზილიულ კომპანია Aurora-ს ეკუთვნის. კომპანიის განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.

AutoPlay
მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ პარლამენტთან აქცია გამართა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ვლადიმერ ზელენკსიმ სამხედრო ჰოსპიტალში ავიაკატასტროფისას გადარჩენილი კურსანტი მოინახულა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ბელარუსში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ, გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს - ვლადიმერ ზელენსკი
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები