მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანების ნახევარს ჰიპერტენზია აწუხებს, მაგრამ უმეტესობამ არაფერი იცის ან არ სურს რამე გააკეთოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აშშ–ში ჩატარებულ ექსპერიმენტში 1097 ადამიანი მონაწილეობდა და მათგან 50%–ს ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და ხშირად იწვევს გულის შეტევასა და ინსულტს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ტესტირებაში მონაწილეთა დიდი ნაწილი არ იყო მედიკამენტურ მკურნალობაზე და უმეტესობამ არ იცოდა, რომ ჰიპერტენზია ჰქონდა.ცნობიერების ამაღლებისთვის მკვლევარები ითხოვენ, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და პირველ რიგში შოპინგისთვის განკუთვნილ ცენტრებში ერთგვარი მობილური კლინიკები შეიქმნას. თუ გსურთ გაარკვიოთ არტერიული ჰიპერტენზია მაღალია თუ არა, სისხლის წნევა უნდა აკონტროლოთ.