მიახლოებითი შეფასებით, ადამიანების 80%-ს, 11-დან 30 წლამდე ასაკში, ცხოვრების რომელიმე მომენტში ჰქონდა აკნე. ძირითადად ეს პრობლემა ყმაწვილობისას აღინიშნება, თუმცა ზოგჯერ ის მოზრდილ ასაკშიც ნარჩუნდება ან პირველად ვლინდება. იტალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აკნე 2-ჯერ უფრო ხშირი იყო იმ ქალებში, რომლებიც მცენარეულ საკვებს კვირაში მხოლოდ 3 დღე იღებდნენ. კანზე გამონაყარის გამოვლინების რისკი 3-ჯერ მეტი იყო სტრესის მაღალი დონის პირობებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ოჯახური ანამნეზიც აღმოჩნდა.