ადამიანები, რომლებიც "ნაციონალების" დროს იყვნენ მაღალ თანამდებობებზე, ჩვენს ხელისუფლებაშიც მაღალ თანამდებობაზე არიან, - ასე გამოეხმაურა დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ზურაბ ალავიძის ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნის ფაქტს "პალიტრანიუსის" ეთერში. გადაცემა "360 გრადუსში" სუბარმა განაცხადა, რომ ადამიანების პარტიული ნიშნით დაყოფა არ შეიძლება, ისინი მაღალპროფესიოულად ასრულებენ თავის საქმეს. ზურაბ ალავიძე "ნაციონალების" ხელისუფლებაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ამჯერად კი ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.