სიდნეის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომელიც სწრაფი ტემპით დადიან, უფრო დიდხანს ცხოვრობენ. კვლევით დადგინდა, რომ საშუალო ტემპით მოსიარულე ადამიანებში ჯანმრთელობის გამო სიკვდილის ალბათობა 20%-ითაა შემცირებული. ისინი კი, ვისაც სწრაფად სიარული ახასიათებთ, 24%-ი ამცირებენ სიკვდილიანობის ალბათობას. ეს გამოწვეულია იმით, რომ სწრაფად სიარულისას გულსისხლძარღვთა სისტემა აქტიურად მუშაობს.
როგორც გაირკვა, სწრაფი სიარული მათ შორის ე.წ. "ძუნძული" განსაკუთრებით დადებითად აისახება 60 წელს გადაცილებული ადამიანებისა და მოზარდების ჯანმრთელობაზე. მოხუცი ადამიანობის შემთხვევაში ამ დროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო სიკვდილის ალბათობა 64%-ით მცირდება. გამოქვეყნებული შედეგები ინგლისსა და შოტლანდიაში, 1994-2008 წელს ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. კვლევის ავტორები 50 ათასამდე ფეხით მოსიარულეს აკვირდებოდნენ.