ოსკარის ოთხგზის ნომინანტი რეჟისორი რიდლი სკოტი, როგორც ჩანს, კიდევ აპირებს ამ ჯილდოსთვის შეუპოვრად გაბრძოლებას თავისი ახალი ფილმით The Last Duel (უკანასკნელი დუელი).ფილმში დუელი გაიმართება ასევე წარსულში ოსკარზე ნომინირებულ მსახიობებს — ადამ დრაივერსა და მეთ დეიმონს შორის. მათთან ერთად მე-14 საუკუნის საფრანგეთში განვითარებული რეალური ისტორიის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ოსკაროსანი ბენ აფლეკი და ემის მფლობელი ჯოდი კომერი შეასრულებენ. 83 წლის რეჟისორი ერთი წლის განმავლობაში ორ ახალ ფილმს უშვებს ვარსკვლავური შემადგენლობით. მათგან უკანასკნელი დუელის პრემიერა 15 ოქტომბერს შედგება.