ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციის“ მტკიცებით, "ხიშბა-სიგუას სიაში" მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც "სამხედრო დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ". "პატრიოტთა ალიანსის" ევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ "ხიშბა–სიგუას სიაში" ბევრი ადამიანი სამართლიანად მოხვდა. მისი თქმით, ცალსახად გენოციდზე საუბარი რთულია, თუმცა თვლის, რომ ამ მოვლენებში საქართველოს იმდროინდელ მთავრობას და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა.