საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია უმრავლესობის უკვე ყოფილ წევრს, გედევან ფოფხაძეს საკუთარ ფრაქციაში ეპატიჟება. მას იმედი აქვს რომ დეპუტატი ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს."ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ“, - ამბობს მარშანია. თავად მმართველ გუნდში კი უკვე ყოფილ წევრს გადაწყვეტილება დაუწუნეს. „მისი გადაწყვეტილება ნაჩქარევი შეცდომა იყო“- აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.