პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი წერეთელსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ადა მარშანიას შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო გოგუაძის მოხსენების დროს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით „რუსული ნარატივი“ ახსენეს, რასაც ადა მარშანიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.