"აჭარისწყალი ჯორჯია" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიას ითხოვს. შესაბამისი განაცხადით კომპანიამ სემეკს მიმართა,რის საფუძველზეც საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საუბარია შუახევიჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაზე, რომლის მშენებლობაც ივლისში დასრულდა. "შუახევიჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. "შუახევიჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.