აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირება დღეიდან განახლდა.
საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით განხორციელდება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება. მისივე თქმით, დანარჩენი ბაღები გახსნისთვის მზად არის.