სასტუმრო "ლეოგრანდს" წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია, რადგან დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველ წელს გასცემს სარეკომენდაციო ნიშანს, რომელიც წელს სასტუმრო "ლეოგრანდმა" ვერ მიიღო.