აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის მომავალ წელს 5 მილიონ 253 ათას 400 ლარი დაიხარჯება. ამ მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის უფლება 26 დეკემბერს ითხოვა. ამ ეტაპზე აღნიშნული წინადადება განხილვის პროცესშია. განხილვის საბოლოო თარიღი კი 31 დეკემბერია.
დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს უწყება 27 ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას, ასევე კონფერენციების, სემინარების და პრესკონფერენციების მოწყობას გეგმავს. დაგეგმილია მასშტაბური მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობა, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ სარეკლამო აქტივობამ ყველა მიმართულება უნდა მოიცვას, მომზადდება საიმიჯო, სეზონური და სოციალური ხასიათის ვიდეო-რგოლებიც.