აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ბათუმის მცხოვრებთა ნაწილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. კახა ბუხრაძე აჭარლების "თათრებად" მოხსენიების ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს. "საერთოდ ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად თითქოს თავს ვიმართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქნებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება, ეს არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის", - განუცხადა კახა ბუხრაძემ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს".