აჭარის რეგიონში წელს, „აფხაზეთობა აჭარაში" სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნება. „აფხაზეთობის“ ფარგლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და რეგიონის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი კონცერტს გამართავენ. საღამოზე ნაჩვენები იქნება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი ვიდეორგოლი „აფხაზეთის საგანძური - ქართული კულტურული მემკვიდრეობა“. თეატრის ფოიეში მოეწყობა გამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტებს გააერთიანებს.