აჭარის რეგიონში ნამყოფი 808 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 6-ს დაუდასტურდა - Palitra News

აჭარის რეგიონში ნამყოფი 808 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 6-ს დაუდასტურდა

2020-09-14 16:00:06+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული 2200 პედაგოგიდან, პარასკევს, შაბათსა და კვირას 808 მასწავლებლის გამოკვლევა მოხერხდა, რომელთაგანაც 6-ს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს მასწავლებლები იზოლირებულნი არიან და საავადმყოფოში იმყოფებიან.