საპატრულო პოლიცია მოქმედებს ზედმიწევნით კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ კომენტარში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ, ბათუმში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად არის საფუძვლიანი აჭარის რეგიონის მოსახლეობის ბრალდება იმის თაობაზე, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან ადგილობრივთა დაჯარიმების ფაქტები გახშირდა და მოხდება თუ არა შესწავლა იმის, რამდენად აქვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, კახა ბუხრაძემ აღნიშნა, რომ "საზოგადოების განწყობა და მოთხოვნაცაა, რომ საპატრულო პოლიცია კანონდარღვევის შემთხვევაში იყოს მაქსიმალურად ქმედითი, სამართლიანი და მოქმედებდეს მკაცრად, თუმცა კანონის სრული დაცვით“ - განაცხადა ბუხრაძემ.
ასევე იხილეთ: