აჭარის მთავრობის ზუსტი შემადგენლობა დღეს გაირკვევა. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს საკუთარ პროგრამასა და გუნდს გააცნობს. დეპუტატების კითხვებს მინისტრობის კანდიდატებიც უპასუხებენ. მთავრობაში საკადრო ცვლილებები უკვე დაწყებულია. პოსტები ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა დატოვეს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია რიჟვაძის გუნდს მხარს არ დაუჭერს.