ბათუმის მოვლენები პოლიტიკური ძალების მიერ იყო მართული - ამ განცხადებაას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აკეთებს. ზურაბ პატარაძე ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარში იკვეთება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. კითხვაზე, ხომ არ დატოვებს თანამდებობას აჭარის პოლიციის სამმართველის ახალი უფროსი კახა ბუხრაძე, პატარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. აჭარის მთავრობის მეთაურს არ სჯერა, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეების შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა. მომხდარს საპროტესტო აქცია და პოლიციასთან დაპირისპირებები მოჰყვა.