
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალური საკითხების განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავი ორგანოები არ აძლევენ.
მანამდე კი კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ერთმანეთს „ნაციონალურ მოძრაობასა" და სამართლადამცველებს შორის სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის მთავრობის სახლში შესვლა სცადა. ბაგრატიონს სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა განუმარტეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ დაკავებულია.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა რიჟვაძის კაბინეტთან გადაინაცვლეს და აჭარის მთავრობის სახლთან აქცია საყვირების და შეძახილების ფონზე განაგრძეს.





