აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა - Palitra News

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

2020-12-01 12:05:03+04:00

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

ოპოზიციის წევრები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა, სამართალდამცველები აჭარის მთავრობის სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ. აქციაზე სამართალდამცველები რამდენიმე პირის დაკავებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

საპროტესტო აქციის პარალელურად მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.