აჭარის მთავრობის სახლთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ - Palitra News

აჭარის მთავრობის სახლთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ

2021-02-18 00:55:25+04:00

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ ადგილზე კასრები მიიტანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ფორმით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ.