ხმაური იყო ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც „ნაციონალურ მოძრაობასა" და სამართლადამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის მთავრობის სახლში შესვლა სცადა. როგორც ის აცხადებდა, ციხისძირის მოსახლეობის პრობლემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდა გაეცნო. როგორც ელგუჯა ბაგრატიონს სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა განუმარტეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ დაკავებულია.
ინციდენტის შემდეგ აქციის მონაწილეებმა რიჟვაძის კაბინეტთან გადაინაცვლეს და აჭარის მთავრობის სახლთან აქცია საყვირების და შეძახილების ფონზე განაგრძეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ.