აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ის აჭარის მთავრობის სახლთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, რომლებიც პროტესტის 24 - საათიან რეჟიმში იმყოფებიან.
ცნობისთვის, ირაკლი ჩხვირკია სამართალდამცველებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს დააკავეს.