აჭარის მაღალმთიან სოფლებს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება - Palitra News

აჭარის მაღალმთიან სოფლებს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

2018-12-13 13:11:53+04:00

მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია, დაბაში კი 2-3 სანტიმეტრია. ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი 350-მდე ოჯახი დანისპარაულისა და ხიხაძირის ხეობის სოფლებში. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრიგადებიდები და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამიშაოები. თოვლს პრობლემა არ შეუქმნია გადაადგილების მხრივ ასევე მუშაობს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.