აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერები მიზანმიმართულად დააზიანეს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ ბრიფინგზე განაცხადა მომხდარი ქართული ოცნების ხელწერაა. მისივე თქმით ბანერების დაზიანების ფაქტები სოფელ აჭარისწყალში, დოლოგანში, ჭარნალსა და ახალსოფელში დაფიქსირდა