აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 209 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა.
უწყების ცნობით, აჭარაში კოვიდ კლინიკებში მკურნალობას 470 პაციენტი გადის, აქედან 19 არასრულწლოვანია და 20 ორსული. აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს ამ ეტაპზე აჭარაში 58 თავისუფალი საწოლია.