საქართველოში კორონავირუსის შედეგად 25-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გარდაცვლილი 76 წლის მამაკაცი „მედ ემერჯენსში" 22 სექტემბერს სასწრაფი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
უწყების ინფორმაციით, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკამრისობა და ცხელება ჰქონდა. მათივე თქმით პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მოთავსების პირველივე წუთებიდან მძიმე იყო.