აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქუბულეთში, სოფელში არიან ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტირებული ოჯახები, რომლებიც მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს.
როგორც ნიჟარაძემ განმარტა, ამ დროისათვის სამედიცინო ცენტრში მომუშავე პერსონალის კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს და თუ იმ პერსონალის რაოდენობა, ვისაც კონტაქტი არ ჰქონია ინფიცირებულ პაციენტებთან საკმარისი არ იქნება, იზოლაციის პერიოდის დასრულებამდე, სამედიცინო ცენტრი პაციენტების მიღებას შეწყვეტს. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციი, 14 პაციენტიდან 1 რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. სხვა შემთხვევები კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.