პალიტრანიუსის გადაცემა „ნიუსრუმში“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი 109 დაინფიცირების შემტხვევა გამოვლინდა, როგორც მან აღნიშნა უკვე აზრი დაკარგა შემთხვევების იდენტიფიცირებამ და წყაროების დადგენამ. მისივე თქმით, ამწუთისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება არის დაძაბული თუმცა პანიკის საფუძველი მაინც არ არსებობს რადგან ნაწილობრივ მაინც ხდება სიტუაციის კონტროლი.
მინისტრის ინფორმაციით, ძირითადაც ყველა დაინფიცირებული ადამინის მდგომარეობა არის სტაბილური და ვირუსი ძირითადად მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.