უბედური შემთხვევა "გოდერძიზე": სამთო-სათხილამურო კურორტზე 1 იანვარს დაშავებული თემურ გაბაიძე ტრავმებით დღეს გარდაიცვალა. თვითმხილველის თქმით, თემურ გაბაიძე ფეხსაცმლის ზონარს იკრავდა, როდესაც კურორტის სხვა ბინადარმა თხილამურებით გადაუარა. თემურ გაბაიძემ ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო. 31 წლის თემურ გაბაიძე ბოლო პერიოდში "შუახევი-ჰესზე" მუშაობდა. 2011-2012 წლებში ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძის" სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს "გოდერძი რისორტი" მართავს.