"აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა" - ამ პროექტის ფარგლებში, ბათუმში კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად აჭარის დაცული ტერიტორიების განვითარებას ისახავს. პროექტის ფარგლებში აჭარის დაცულ ტერიტორიტორიებზე 1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც დაარსდა მაჭახელას ეროვნული პარკი, განხორციელდა ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია.