აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას დასამტკიცებლად დღეს კენჭს უყრის.
დეპუტატების წინაში სიტყვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე გამოდის. როგორც იგი აცხადებს, პანდემიის დასრულების შემდეგ სწრაფად უნდა მოხდეს ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა, რადგან ეკონომიკური სიჯანსაღე რეგიონში ტურიზმზე არის დამოკიდებული.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კორონავირუსის ფონზე აჭარაში ინვესტიციების განხორციელება არ შეფერხებულა. მან ასევე სამომავლოდ ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით პრიორიტეტებზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2024 წლისათვის 10 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.
ცნობისთვის, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს და მის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში უსმენდნენ. რიგგარეშე სხდომას ოპოზიციიდან ერთი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ესწრება.